Terms of service

საკონტაქტო ინფორმაცია

შ.პ.ს „დოპამინი“
საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 402204020
მისამართი: ქ. თბილისი, ფეიქართა ქუჩა N12
ტელეფონის ნომერი: 597 31 76 76
ელ. ფოსტა: info@dopamine.ge

 


 

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას შ.პ.ს „დოპამინსა“ და ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შორის, რომელიც სარგებლობს პლატფორმით, როგორც მომხმარებელი.

პლატფორმაზე რეგისტრაცია და/ან მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება ნიშნავს მომხმარებლის სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

 


 

1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

„დოპამინი“ – ნიშნავს შ.პ.ს „დოპამინს“, საიდენტიფიკაციო კოდით 402204020, იურიდიული მისამართით: ქ. თბილისი, ფეიქართა ქუჩა N12, საქართველო.

„პლატფორმა“ – ნიშნავს ვებ-გვერდს **www.dopamine.ge**-ს და/ან აპლიკაციას „Dopamine“, რომლის ერთადერთი და კანონიერი მესაკუთრე არის დოპამინი.

„გამყიდველი“ – ნიშნავს მოვაჭრეს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად — იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც პლატფორმის საშუალებით ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას. გამყიდველის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროდუქციის დეტალურ გვერდზე.

„მომხმარებელი“ – ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს პლატფორმით, მათ შორის ვიზიტორებსა და იმ პირებს, რომლებიც ათავსებენ შეკვეთას და იღებენ მომსახურებას.

„შუამავალი“ – ნიშნავს მომსახურების მიმწოდებელ პირს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

„ხელშეკრულება“ – ნიშნავს წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელთა საფუძველზეც მომხმარებელი ახორციელებს შესყიდვას პლატფორმაზე.

 


 

2. ძირითადი დებულებები

პლატფორმა წარმოადგენს ონლაინ ვაჭრობის სივრცეს, რომლის მეშვეობითაც გამყიდველებს ეძლევათ შესაძლებლობა შესთავაზონ პროდუქცია, ხოლო მომხმარებლებს – შეიძინონ აღნიშნული პროდუქცია საქართველოს მასშტაბით.

პროდუქციის დეტალურ გვერდზე მითითებულია ინფორმაცია გამყიდველის შესახებ, მათ შორის: სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო მონაცემები და დამატებითი პირობები (არსებობის შემთხვევაში).

დოპამინი მოქმედებს როგორც შუამავალი გამყიდველსა და მომხმარებელს შორის და არ წარმოადგენს პროდუქციის უშუალო გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქციის გვერდზე პირდაპირ არის მითითებული, რომ გამყიდველი არის დოპამინი.

დოპამინი პასუხისმგებელია მხოლოდ პლატფორმის ტექნიკური ან ფუნქციური გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 


 

3. მომხმარებლის ანგარიში

პლატფორმით სრულად სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა შექმნას პირადი ანგარიში.

მომხმარებელი პასუხისმგებელია ანგარიშის შექმნისას მითითებული მონაცემების სიზუსტეზე და ანგარიშის უსაფრთხოებაზე.

დოპამინი უფლებამოსილია დროებით ან სამუდამოდ შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში ტექნიკური, უსაფრთხოების, თაღლითური ქმედებების ან წინამდებარე წესების დარღვევის შემთხვევაში.

 


 

4. შეკვეთა

შეკვეთის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.

შეკვეთის დადასტურების შემდეგ მომხმარებელი იღებს შეტყობინებას შეკვეთის მიღების შესახებ.

გამყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში (მარაგის არქონა, ტექნიკური შეცდომა და სხვ.), რის შესახებაც მომხმარებელი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული.

 


 

5. გადახდის მეთოდები

პლატფორმაზე გადახდა შესაძლებელია:

  • საბანკო ბარათით

  • Apple pay

  • Google pay

ბალანსზე არსებული თანხა არ ექვემდებარება განაღდებას და გამოიყენება მხოლოდ პლატფორმაზე შესყიდვისთვის.

 


 

6. მიწოდება

პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს გამყიდველი ან მისი კონტრაქტორი საკურიერო კომპანია.

თბილისში მიწოდების ვადა თბილისში ვადები: შეკვეთა რომელიც განხორციელდა 16:00 საათამდე, მომხმარებელთან მიწოდება მოხდება 1 კალენდარულ დღეში, ხოლო შეკვეთა რომელიც განხორციელდა 16:00 საათის შემდეგ, მომხმარებელთან მიწოდება მოხდება 2 კალენდარულ დღეში.

რეგიონებში მიწოდება ხდება 72 საათში.

 პროდუქციის დაზიანების რისკი მომხმარებელზე გადადის პროდუქციის ჩაბარების შემდეგ.

 


 

დაბრუნების პოლიტიკა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე საქონლის დაბრუნების პოლიტიკა არ ვრცელდება რადგან საიტზე განთავსებულ პროდუქცია შედის კანონით დადგენილ გამონაკლისებში. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით კანონს: “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” თავი III, მუხლი 14-ს დ და ე პუნქტი.
მომხმარებელს უფლება აქვს, პროდუქტი დააბრუნება მოითხოვოს მიმწოდებლისგან როდესაც პროდუქცია არის დაზიანებული გახსნამდე ან არ შეესაბამება აღწერას. 

გამონაკლისები ვრცელდება მალფუჭებად, ინდივიდუალურად დამზადებულ და კანონით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პროდუქციებზე.

 


 

აქციები და ფასდაკლებები

აქციები მოქმედებს მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის და მათი პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

აქციაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს პირობებზე თანხმობას.

 


 

ინტელექტუალური საკუთრება

პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი კონტენტი წარმოადგენს დოპამინის ან მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი გამოყენება დაუშვებელია შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 


 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

დოპამინი არ იძლევა გარანტიას პლატფორმის უწყვეტ მუშაობაზე, თუმცა პასუხს აგებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის.

 


 

დავები და სამართალი

დავები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პრეტენზიები მიიღება შემდეგ მისამართზე: info@dopamine.ge
განხილვის ვადა: მაქსიმუმ 14 კალენდარული დღე.

დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს.

 


 

ცვლილებები

დოპამინი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, რის შესახებაც მომხმარებლებს ეცნობებათ გონივრული ვადით ადრე პლატფორმის საშუალებით.